კალათბურთი | გუგა ნაცვლიშვილი როკ ჰილის უნივერსიტეტში ითამაშებს #1TVSPORT
კალათბურთი | გუგა ნაცვლიშვილი როკ ჰილის უნივერსიტეტში ითამაშებს #1TVSPORT

22 წლის ქართველი კალათბურთელი გუგა ნაცვლიშვილი მომავალ სეზონში როკ ჰილის უნივერსიტეტ „ვაინთორპში“ ითამაშებს. როკ ჰილი შარლოტთან მდებარე პატარა ქალაქია, რომელსაც საკმაოდ ძლიერი საკალათბურთო კლუბი ჰყავს – 2025-26 წლების სეზონში კოლეჯების უმაღლესი ლიგის BIG SOUTH-ის კონფერენციაში მეორე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება გუგა ნაცვლიშვილს, ის საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ვახტანგ ნაცვლიშვილის ვაჟია. მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ბოლო წლებში კი ამერიკის კოლეჯების ლიგაში ასპარეზობს. გასული სეზონი გუგამ „ჩრდილოეთ დაკოტაში“ გაატარა, 33 მატჩში საშუალოდ 19 წუთს თამაშობდა, 8.1 ქულასა და 4.9 მოხსნას აგროვებდა.