კალათბურთი | გოგა ბითაძემ ლონდონში „მემფისის“ წინააღმდეგ ითამაშა #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“. ორლანდოელებმა ლონდონში „მემფის გრიზლისის“ წინააღმდეგ ითამაშეს და 109:126 დამარცხდნენ. ეს ორი გუნდი გასულ კვირას ერთმანეთს ბერლინშიც შეხვდა.
„მემფისთან“ ბითაძემ 15 წუთში 9 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 4-დან 4 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
მატჩის ბომბარდირი მემფისელი ჯა მორანტი გახდა. მან 24 ქულა ჩააგდო.
„ორლანდო“ მომდევნო ტურში 23 იანვარს „შარლოტ ჰორნეტსს“ მიიღებს.