ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მოულოდნელი მარცხი იწვნია გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კუნძულელები მეჩვიდმეტეადგილოსან „ბურგოსს“ ესტუმრნენ და 88:96 დათმეს.
შერმადინი სათადარიგოთა შორის იყო, 25 წუთი ითამაშა. 12 ქულას 5 მოხსნა და 1 პასი მიამატა. მის გუნდში 29 ქულა მოაგროვა ვან ბეკმა, ხოლო „ბურგოსის“ გამარჯვება კორბალანის 24-მა ქულამ განაპირობა.
„ტენერიფეს“ 19 ტურის შემდეგ 11 მოგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 14 თებერვალს ბრეოგანთან გამართავს.