კალათბურთი | გიორგი შერმადინი „რომასთან“ მატჩში ყველაზე სასარგებლო იყო #1TVSPORT

01:21, 15.10.2026

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ევროთასის მიმდინარე გათამაშებაში მესამე მატჩი ჩაატარა და მეორე მოიგო. კუნძულელებმა „მაქსიმა რომას“ უმასპინძლეს და 96:71 სძლიეს.

„ტენერიფემ“ პირველივე მეოთხედში მოიპოვა დიდი უპირატესობა (26:14) და მატჩი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.

შერმადინმა 15 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით ის მატჩში საუკეთესო იყო – 21.

„ტენერიფეს“ 2 მოგება, 1 წაგება აქვს და პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებს „ვენეციასა“ და „კლუჟთან“. შერმადინის თანაგუნდელები ევროთასზე მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს ფრანკფურტში „სკაილაინერსთან“ გამართავენ.

მსგავსი