კალათბურთი | ჩრდილოეთის ლიგაზე „კავკასიამ“ შვეიცარიულ „ლოზანას“ სძლია #1TVSPORT
საკალათბურთო კლუბმა „კავკასიამ“ ჩრდილოეთის ლიგაზე მეორე მატჩი გამართა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად შვეიცარიულ „ლოზანას“ უმასპინძლა და 97:88 დაამარცხა.
მატჩი რუსთავში გაიმართა და 1000 მაყურებელი დაესწრო. მთელი თამაშის განმავლობაში ქართული გუნდი მცირე უპირატესობას ფლობდა და შეხვედრა ისე დასრულდა, ეს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია.
23 ქულით მატჩის ბომბარდირი სანდრო სანაძე გახდა. 15 ქულა მოაგროვა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო ჯასტინ ფორესტმა მატჩი 13 ქულით დაასრულა.
ორი ტურის შემდეგ „კავკასიას“ თითო მოგება-წაგება აქვს. მომდევნო მატჩს ისევ საქართველოში, 28 ოქტომბერს ლიეტუვური „იონავას“ წინააღმდეგ გამართავს.