კალათბურთი | ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბათუმის“ მეტოქე შვეიცარიის „ფრიბურგი“ იქნება #1TVSPORT
შვეიცარიის ქალაქ მეისში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა, რომელმაც გამოავლინა საქართველოს ჩემპიონის, „ბათუმის“ მეტოქე.
საკვალიფიკაციოს პირველ ეტაპზე აჭარული გუნდის მეტოქე შვეიცარიის „ფრიბურგი“ იქნება. პირველი მატჩი – 14, მეორე კი 20 სექტემბერს გაიმართება.
ამ წყვილში გამარჯვებული რუმინულ „ორადეასა“ და კვიპროსულ აეკ-ს შორის მოგებულს შეხვდება.