კალათბურთი | ბითაძისა და მამუკელაშვილის მოგება-წაგება NBA-ში #1TVSPORT

09:37, 31.10.2026

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მიმდინარე სეზონში მეხუთე მატჩი გამართა და მეორე მოიგო. ფლორიდელები კანადას ესტუმრნენ და „ტორონტო რეპტორსთან“ 121:114 გაიმარჯვეს.

მოგებულთა შორის 28 ქულით დესმონდ ბეინი გამოირჩა, ხოლო 26 ქულა ფრანც ვაგნერს ჰქონდა.

გოგა ბითაძეს მწვრთნელმა 6 წუთი არგუნა, რა დროც ქართველმა ნაყოფიერად გამოიყენა: 2 ქულა, 4 მოხსნა, 1 დაფარება.

სანდრო მამუკელაშვილის „ლეიკერსი“ „გოლდენ სტეიტს“ ეთამაშა და 95:112 დამარცხდა.

მატჩის დასაწყისი ასეთ ფინიშს ნამდვილად არ მოასწავებდა – „ლეიკერსმა“ 12-წუთიანი მეოთხედი 38:15 მოიგო, თუმცა სწორედ ამის შემდეგ ამოიქოქა სტეფ კარი, ჯამში 31 ქულა ჩააგდო (14-დან 8 სამქულიანი) და ლუკა დოჩიჩის 37 ქულა გადაფარა.

სანდრო მამუკელაშვილმა 20 წუთი ითამაშა, 4 ქულა, 7 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა.

„ლეიკერსი“  მომდევნო მატჩს 2 ნოემბერს „ტორონტოსთან“ კანადაში გამართავს. „ორლანდო ასევე 2 ნოემბერს „ბოსტონს“ უმასპინძლებს.

მსგავსი