კალათბურთი | „ბათუმმა“ ფიბა-ევროპის თასზე მეორე მატჩი გამართა #1TVSPORT

22:32, 14.10.2026

საქართველოს ჩემპიონმა „ბათუმმა“ ფიბა-ევროპის თასზე მეორე მატჩი გამართა. ზღვისპირელებმა თბილისში ჩეხურ „ოპავას“ უმასპინძლეს და 62:102 დამარცხდნენ.

ჩვენი გუნდიდან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ოჩხიკიძე (16 ქულა) და მუგანდა (13) ასცდნენ. „ოპავაში“ 20 ქულა სვანდრლიკმა ჩააგდო.

„ბათუმი“ ფიბა-ევროპის თასზე მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს ბერძნულ „პრომითეასის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი