კალათბურთი | ანდრია ჭკადუას 11 სამქულიანი საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში #1TVSPORT

17:51, 16.10.2026

საინტერესო მატჩებით დაიწყო საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი. „ორბმა“ მძიმე ბრძოლაში 86:73 სძლია „მართვეს“, ხოლო „აკადემიამ“ დიდი სხვაობით, 110:87 დაამარცხა „მეგა“. „ჰიუნდაიმ“ 99:77 აჯობა „ქუთაისს“, ხოლო „ვინგსმა“ „ლეველ აფოს“ შანსი არ დაუტოვა და 109:81 მოუგო. ბათუმში გამართულ შეხვედრაში „ზაზა ფაჩულიას აკადემიამ“ სტუმრად 82:57 დაამარცხა აჭარის ნაკრები, „რუსთავმა“ კი დაძაბულ ბრძოლაში 89:87 აჯობა „ვიქტორ სანიკიძის აკადემიას“. ტურის ბოლო მატჩში „ბრუკლინმა“ 79:70 მოუგო „თბილისი ბასკეტს“.

აუცილებლად გამოსარჩევია 16 წლის ახალგაზრდა ანდრია ჭკადუა, რომლის „ვინგსმაც“ „ლეველ აფს“ სძლია. ასაკობრივი ნაკრების უკანახაზელმა პარკეტზე 25 წუთი გაატარა და წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა — 11 სამქულიანი ჩააგდო (16 მცდელობიდან). განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი თამაში მესამე პერიოდში, სადაც მან თავი 6 ზუსტი სამქულიანითა და 20 ქულით გამოიჩინა. მთლიანობაში ანდრია ჭკადუამ მატჩი 37 ქულით , 3 პასით, 2 ჩაჭრით და მარგი ქმედების 33-იანი კოეფიციენტით დაასრულა.

მსგავსი