კალათბურთი | ალექსანდრე მერკვილაძის დებიუტი საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში #1TVSPORT
ამერიკის კოლეჯების ლიგიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, ალექსანდრე მერკვილაძემ საბერძნეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი გამართა. მისი „არისი“ „მარუსის“ ესტუმრა და 103:108 დამარცხდა.
მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ძირითადი დრო 83:83 დასრულდა, გამარჯვებულის ბედი კი მეორე ოვერტაიმში მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა. „მარუსიმ“ ხუთი ქულის სხვაობით გაიმარჯვა.
23 წლის ქართველმა 19 წუთი ითამაშა, 3 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. მის ანგარიშზე 3-დან 1 სამიანია. 22 ქულით „არისში“ საუკეთესო ენოხი იყო.
მერკვილაძის გუნდს სამი ტურის შემდეგ მოგება არ აქვს. მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს ევროთასზე ესპანური „მანრესას“ წინააღმდეგ გამართავს.