კალათბურთი | ალექსანდრე მერკვილაძის დებიუტი „ოოსტენდეში“ ჩემპიონთა ლიგაზე შედგა #1TVSPORT
23 წლის ქართველმა კალათბურთელმა, ალექსანდრე მერკვილაძემ ბელგიური „ოოსტენდეს“ შემადგენლობაში პირველი შეხვედრა გამართა. მისი გუნდი ჩემპიონტა ლიგაზე თურქეთში „მერსინს“ ესტუმრა და 76:84 დამარცხდა.
მერკვილაძემ 8 წუთში 4 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.
შეგახსენებთ, რომ ის ამერიკის კოლეჯების ლიგაში სპარეზობდა, ევროპაში კი ორი თვის წინ დაბრუნდა და ბერძნულ „არისში“ ჩაირიცხა, საიდანაც „ოოსტენდეში“ გადავიდა.