კალათბურთი | ალექსანდრე მერკვილაძის დებიუტი ევროთასზე #1TVSPORT
კალათბურთი | ალექსანდრე მერკვილაძის დებიუტი ევროთასზე #1TVSPORT

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გაიმართა ევროთასის შეხვედრა „არისსა“ და ესპანურ „მანრესას“ შორის. გაიმარჯვეს სტუმრებმა – 86:79.

ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 23 წლის ალექსანდრე მერკვილაძემ, რომელიც ამერიკიდან დაბრუნდა და „არისში“ ჩაირიცხა. მან მწვრთნელისგან 22 წუთი დაიმსახურა, 2-2 ქულა-პასი, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ეს ალექსისთვის მეორე მატჩია ბერძნული კლუბის შემადგენლობაში. პირველად მან საბერძნეთის ჩემპიონატში ითამაშა. „არისი“ მომდევნო შეხვედრას შიდა პირველობაზე „პანიონიოსის“ წინააღმდეგ 25 ოქტომბერს გამართავს.