კალათბურთი | ალექსანდრე მერკვილაძის „არისი“ ევროთასზე „ჰაპოელთან“ დამარცხდა #1TVSPORT
კალათბურთი | ალექსანდრე მერკვილაძის „არისი“ ევროთასზე „ჰაპოელთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ევროთასზე ამ სეზონში მეხუთე მატჩი გამართა ალექსანდრე მერკვილაძის „არისმა“. მისი მეტოქე იერუსალიმის „ჰაპოელი“ იყო, რომელმაც ბერძნები 103:76 დაამარცხა.

მერკვილაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 13 წუთში 2 ქულა და თითო მოხსნა-პასი მოაგროვა.

2 მოგებითა და 3 წაგებით „არისი“ ევროთასზე ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 1 ნოემბერს საბერძნეთის ჩემპიონატში პაოკ-ის წინააღმდეგ გამართავს.