კალათბურთი | ალექსანდრე მერკვილაძის 15 ქულა „ვოლუნტართან“ #1TVSPORT
ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში ალექს მერკვილაძის „დონარ გრონინგენმა“ საშინაო არენაზე რუმინული „ვოლუნტარი“ მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად, 90:71 დაამარცხა.
24 წლის ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე საკმაოდ დიდი დრო, 36 წუთი გაატარა. მერკვილაძემ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის როლი კიდევ ერთხელ იტვირთა – 15 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა.
აღსანიშნავია, რომ ახალი კლუბის შემადგენლობაში უკვე მეშვიდედ ითამაშა და არცერთ მატჩში 12 ქულაზე ნაკლები არ ჩაუგდია. საინტერესო დამთხვევაა, რომ ამ 7 შემთხვევიდან მეოთხედ, მერკვილაძეს ზუსტად 9 მოხსნა ჰქონდა — ანუ ორმაგ დუბლამდე თითო მოხსნა ოთხჯერ დააკლდა.
ამ გამარჯვების შემდეგ ნიდერლანდური კლუბი ტურნირზე 1 მოგებითა და 2 წაგებით ჯგუფში მე-6 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში, 3 ნოემბერს ხორვატიულ „ალკარს“ ესტუმრება.