კალათბურთი | ალექსანდრე მერკვილაძის 11 ქულა ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებულ ჩემპიონატში #1TVSPORT
ალექსანდრე მერკვილაძის „ოოსტენდემ“ ბელგიის და ნიდერლანდების გაერთიანებული ლიგის 25-ე ტურში სტუმრად „დენ ჰოლდერი“ დამაჯერებლად, 100:74 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 17 წუთი გაატარა, ხოლო ამ დროში გუნდს 11 ქულა, 5 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა. მერკვილაძემ ერთი სამქულიანი და ოთხი ორქულიანი ჩააგდო.
ამ გამარჯვებით „ოოსტენდემ“ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია გაიმყარა. საქართველოს ნაკრების წევრის გუნდი შემდეგ მატჩს 4 აპრილს „შარლერუასთან“ ჩაატარებს.