კალათბურთი | ალექსანდრე მერკვილაძე - საკუთარ ქვეყანაში თამაში და გამარჯვება განსაკუთრებული გრძნობაა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა, ალექსანდრე მერკვილაძემ დანიასთან თბილისში მოგებული მატჩის შემდეგ პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.
„არ ჩავთვლი, რომ ნაკრებში ჩემი დებიუტი კოპენჰაგენში იყო – ის აქ, საქართველოში შედგა. განსხვავებული ატმოსფერო დაგვხვდა. საკუთარ ქვეყანაში თამაში და გამარჯვება განსაკუთრებული გრძნობაა.
რაც შეეხება ჩემს თამაშს, ხელი შემიწყო სამწვრთნელო შტაბმა, თანაგუნდელებმა. დამეხმარნენ, რათა თავდაჯერებულობა არ დამეკარგა და, ღმერთის წყალობით, ბურთი კალათში ჩაეშვა“, – აღნიშნა მერკვილაძემ.
ბელგიური „ოსტენდეს“ 22 წლის კალათბურთელმა დანიასთან კოპენჰაგენში გამართულ შეხვედრაში გუნდს 12 ქულა შესძინა, მან ოთხიდან ოთხი სამქულიანი გამოიყენა. მერკვილაძემ ასევე 12 ქულა ჩააგდო თბილისში ჩატარებულ მატჩში, მან სამქულიანი სამჯერ ესროლა და ყველა ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა.
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. პირველი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 2 ივლისს უკრაინასთან სტუმრად გამართავს, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს უმასპინძლებს.