კალათბურთი | ალექსანდრე მერკვილაძე - მხოლოდ ბურთის ჩაგდება არ არის ჩემი საქმე, ვცდილობ, კარგად შევასრულო ყველა დავალება, რასაც მწვრთნელი მომცემს [ვიდეო] #1TVSPORT
კალათბურთი | ალექსანდრე მერკვილაძე - მხოლოდ ბურთის ჩაგდება არ არის ჩემი საქმე, ვცდილობ, კარგად შევასრულო ყველა დავალება, რასაც მწვრთნელი მომცემს [ვიდეო] #1TVSPORT

დანიაში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 23 წლის ალექსანდრე მერკვილაძეს, რომელმაც მატჩი 12 ქულით დაასრულა (4/4 სამქულიანი). პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა სწორედ მერკვილაძე იახლა:

„მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა. მით უმეტეს, ისეთ პოზიციაზე, რომელზეც თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია თამაშობენ. შეიძლება ბურთი ჩავაგდო, შეიძლება – ვერა, მაგრამ მე კალათბურთელი ვარ და ვცდილობ, სწორად ვითამაშო, გავაკეთო ის, რასაც მწვრთნელი დამავალებს“, – განაცხადა ალექსანდრე მერკვილაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა დანია 89:71 დაამარცხა.