კალათბურთი | ალექსანდრე მერკვილაძე კარიერას ბელგიის გამორჩეულ კლუბში, „ოსტენდეში“ გააგრძელებს #1TVSPORT
კალათბურთი | ალექსანდრე მერკვილაძე კარიერას ბელგიის გამორჩეულ კლუბში, „ოსტენდეში“ გააგრძელებს #1TVSPORT

ქართველი კალათბურთელი ალექსანდრე მერკვილაძე კარიერას ბელგიის გამორჩეულ კლუბში, „ოსტენდეში“ გააგრძელებს.

სეზონის დასაწყისში მერკვილაძე ბერძნული კლუბის, „არისის“ წევრი გახდა, თუმცა კლუბმა კალათბურთელთან კონტრაქტი შეწყვიტა.

23 წლის ალექსანდრე მერკვილაძე 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩებისთვის საქართველოს ეროვნულ გუნდში იყო მიწვეული, თუმცა ტრავმის გამო შეკრებაზე გამოცხადება ვერ მოახერხა.

„ოსტენდე“ ბელგიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია. მიმდინარე სეზონში ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებულ ჩემპიონატში კი 9-დან 8 მატჩი მოიგო.