კალათბურთი | ალექსანდრ ჯიკიჩმა აგვისტოს მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

18:08, 07.08.2026

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის: 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროსთან, ხოლო 31 აგვისტოს პორტუში პორტუგალიასთან.

ამ შეხვედრებისთვის მომზადების ფარგლებში „ჯვაროსნები“ ამხანაგურ მატჩს ისრაელის წინააღმდეგ 23 აგვისტოს, 19:15 საათზე „ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში“ გამართავენ. სამივე თამაშის პირდაპირ ტეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

19 აგვისტოს ლიბანთან მატჩი დახურული იქნება.

მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა ამ თამაშებისთვის საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

მსგავსი