კალათბურთი | ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ სლოვენიელებმა 18-წლამდელთა ევროპაც მოიგეს #1TVSPORT
ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი სლოვენიელმა ჭაბუკებმა მოიგეს. მათ ფინალში იტალია 88:71 დაამარცხეს.
ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი ორი კალათბურთელი იყო: სტეფან იოკსიმოვიჩი (24 ქულა) და ლუკას ბოიოვიჩი (21 ქულა).
იოკსიმოვიჩმა ევროპის ჩემპიონატი თავიდან ბოლომდე მაღალ დონეზე ჩაატარა და ტურნირის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა. იგი საშუალოდ მატჩში 23.1 ქულას აგროვებდა.
საინტერესოა, რომ სლოვენიელებმა გასულ თვეში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატიც მოიგეს, რაც ნათლად მიუთითებს, რომ 2-მილიონიან ქვეყანაში ახალგაზრდა თაობასთან მუშაობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.