კალათბურთი | ახალგაზრდა ქართველმა მათე ხატიაშვილმა „ბასკონიის“ მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი ტური დასამახსოვრებელი გამოდგა ქართველი გულშემატკივრებისთვის. 22 მარტს „ჟირონასთან“ მატჩში „ბასკონიის“ პირველი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 17 წლის გამთამაშებელს, მათე ხატიაშვილს.
მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე „ჟირონა“ 94:81 დაამარცხა. მათეს მწვრთნელმა 2 წუთი მისცა, რა დროშიც ქართველმა მეტოქეს ჯარიმა მიაღებინა და მატჩი ორი ქულით დაასრულა – ორივე საჯარიმო ჩააგდო.
„ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონატში 15 მოგებით და 7 წაგებით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 25 მარტს ევროლიგაზე სერბული „ცრვენა ზვეზდას“ წინააღმდეგ გამართავს.