კალათბურთი | 18-წლამდელთა ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა #1TVSPORT

18:49, 25.07.2026

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის. საწყისი ორი მატჩის შემდეგ ქართველები ჯგუფს წაუგებლად ლიდერობენ.

ჩვენმა გუნდმა პირველ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა, მეორეში კი შვედეთი – 70:65.

ქართველებს გამარჯვებისკენ გაუძღვა გამთამაშებელი მათე ხატიაშვილი, რომელმაც 22 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა. 14 ქულით ვიცე-ბომბარდირი მათე ყავლაშვილი გახდა, 10 ქულა და 8 მოხსნა გიორგი დოხნაძემ მოაგროვა, 8 ქულა – საბა ფაჩულიამ. საქართველოს ნაკრებში საბას ძმა, დავით ფაჩულიაც თამაშობს. ისინი ჩვენი ნაკრების ლეგენდარული კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას შვილები არიან.

„ჯვაროსანი“ 18-წლამდელები მომდევნო მატჩს 28 აგვისტოს ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი