კალათბურთი | 16-წლამდე ნაკრები პლეი ოფში მეოთხე ადგილით გავიდა #1TVSPORT
რუმინეთის ქალაქ ორადიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე (A დივიზიონი) საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა. დამარცხდა ისრაელთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან.
ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა. ელინებმა 86:63 გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარა ლიდერი ცოტნე დგებუაძე. ჩვენი გუნდის ბომბარდირი ლუკა გაბისიანი გახდა, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო. ნიკოლოზ მარკოიშვილმა 7 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, 8-8 ქულა და 7-7 მოხსნა ჰქონდათ ლუკა ჩაველაშვილსა და გიგა დუმბაძეს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფორმატით ჯგუფიდან ოთხივე გუნდი გადის და მერვედფინალში D ჯგუფის წარმომადგენლებს (საფრანგეთი, სლოვენია, გერმანია, ბელგია) ჯვარედინი სისტემით დაუწყვილდება.