ქალთა პროფესიული ტურის მორიგ ტურნირს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მასპინძლობს. იქ წყვილთა თანრიგში გამოსვლა დაიწყო ქართველმა ოქსანა კალაშკინოვამ. მისი მეწყვილეა რუსეთის წარმომადგენელი ნათელა ძალამიძე. ახლად შექმნილი დუეტი მესამე ნომრად არის განთესილი.
პირველ წრეში, კალაშნიკოვამ და ძალამიძემ ქსი-იუნ ჰანსა (ჩინეთი) და დალილა იაკუპოვიჩს (სლოვენია) საათსა და 14 წუთში მოუგეს – 2:6, 6:1, 10:6. ქართულ-რუსულმა წყვილმა შვიდიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მეტოქემ – რვიდან ოთხი.
კალაშნიკოვა და ძალამიძე მეორე წრეში რუმინელებს – ირინა ბარასა და მიხაელა ბუზარნესკუს შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში, კალაშნიკოვა და ბუზარნესკუ რამდენიმე ტურნირზე ერთად გამოვიდნენ.