ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ვერ შეძლო ბუდაპეშტის WTA-ის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა. რუსეთის წარმომადგენელ ნათელა ძალამიძესთან დუეტში, კალაშნიკოვამ წააგო მეოთხედფინალი რუმინულ წყვილთან, რომელშიც მარია ბარა ირინა და მიხაელა ბუზარნესკუ გამოდიან.
რუმინელებმა საათსა და 22 წუთში ორ სეტში მოიგეს – 6:3, 7:5. აღსანიშნავია, რომ კალაშნიკოვასა და ძალამიძეს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ (რვა შვიდის წინააღმდეგ), მაგრამ ორჯერ აიღეს მეტოქის მოწოდება და ოთხჯერ დათმეს საკუთარი გეიმი. განსაკუთრებით დასანანი იყო მეორე სეტის წაგება, რადგან ქართულ-რუსული დუეტი 4:1 იყო დაწინაურებული.