კალაძემ მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა
კალაძემ მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„მსურს, მედიის წარმომადგენლებს მოგილოცოთ ქართული ჟურნალისტიკის დღე. გისურვებთ პროფესიულ წარმატებებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ობიექტურობას, ამასთან, მეტ პოზიტივს. რა თქმა უნდა, საზოგადოებამდე სიახლის მიტანის პროცესში ჩვენც აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულები და მოგაწოდოთ რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ამბავი“, – განაცხადა კახა კალაძემ.