მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე ლეგენდარული იტალიელი ნახევარმცველის, ანდრეა პირლოს გამოსათხოვარი მატჩი დაიწყო. გუნდების პირობითი სახელებია: „თეთრი ვარსკვლავები“ და „ლურჯი ვარსკვლავები“.
ცნობილი გახდა სასტარტო შემადგენლობები:
თეთრი ვარსკვლავები: დიდა – ხ. ძანეტი, კოსტაკურტა, ფავალი, ძამბროტა – ლამპარდი, პირლო, რუი კოშტა – პატო, ვიერი, დელ პიერო.
ლურჯი ვარსკვლავები: სტორარი – კაფუ, ბონერა, მატერაცი, სერჟინიო – ზეედორფი, ალბერტინი, ამბროზინი – კასანო, შევჩენკო, კვალიარელა.
კახა კალაძე „ლურჯი ვარსკვლავების“ სათადარიგოებს შორისაა და სავარაუდოდ სერჟინიოს შეცვლის.