კალაძე პირლოს გამოსათხოვარ მატჩს თადარიგში იწყებს

22:58, 21.05.2018

მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე ლეგენდარული იტალიელი ნახევარმცველის, ანდრეა პირლოს გამოსათხოვარი მატჩი დაიწყო. გუნდების პირობითი სახელებია: „თეთრი ვარსკვლავები“ და „ლურჯი ვარსკვლავები“.

ცნობილი გახდა სასტარტო შემადგენლობები:
თეთრი ვარსკვლავები: დიდა – ხ. ძანეტი, კოსტაკურტა, ფავალი, ძამბროტა – ლამპარდი, პირლო, რუი კოშტა – პატო, ვიერი, დელ პიერო.

ლურჯი ვარსკვლავები: სტორარი – კაფუ, ბონერა, მატერაცი, სერჟინიო – ზეედორფი, ალბერტინი, ამბროზინი – კასანო, შევჩენკო, კვალიარელა.

კახა კალაძე „ლურჯი ვარსკვლავების“ სათადარიგოებს შორისაა და სავარაუდოდ სერჟინიოს შეცვლის.

მსგავსი