კალა-უშგულის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
კალა-უშგულის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

კალა-უშგულის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, რთული რელიეფის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ198 (კალა-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზის კმ170-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია.

მათივე ცნობით, კმ186-კმ198 (კალა-უშგული) მონაკვეთზე დასაშვებია ორი ან მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ170 (ზუგდიდი-კალა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.