თურქეთის საელჩო - კახი კავსაძე შეუდარებელი ნიჭით გამორჩეულობას, უნიკალურ ხასიათსა და თავისებურებას ანიჭებდა საქართველოს კინემატოგრაფიას
თურქეთის საელჩო - კახი კავსაძე შეუდარებელი ნიჭით გამორჩეულობას, უნიკალურ ხასიათსა და თავისებურებას ანიჭებდა საქართველოს კინემატოგრაფიას

საქართველოში თურქეთის საელჩო მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან ვწუხვართ ყველასთვის საყვარელი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო. იგი თავისი შეუდარებელი ნიჭით 1950 წლიდან დღემდე ემსახურებოდა საქართველოს კინემატოგრაფიას, გამორჩეულობას, უნიკალურ ხასიათს, თავისებურებას ანიჭებდა მას. ამ აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო, ვუსამძიმრებთ მის ახლობლებსა და სრულიად საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელიც საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

Eşsiz yeteneğiyle 1950’den bu yana Gürcü sinemasına renk, itibar ve karakter kazandıran değerli oyuncu…

Posted by T.C. Tiflis Büyükelçiliği on სამშაბათი, 27 აპრილი, 2021