კახი კალაძე „ნაციონალური მოძრაობაზე“ – ნახეთ მათი განცხადებები, მათი ქმედებები, სხვა დანარჩენს დაელოდეთ

12:12, 13.11.2018

თბილისის მერი კახი კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით მოკლე კომენტარს აკეთებს. კითხვაზე, რა აძლევს „ქართულ ოცნებას“ იმის თქმის საფუძველს, რომ ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს გეგმავს, კალაძე პასუხობს: „მათი განცხადებები, მათი ქმედებები, სხვა დანარჩენს დაელოდეთ“.

კალაძემ თემაზე დეტალურად არ ისაუბრა.

„რაც შეეხება მათ განცხადებებს, ნახეთ, შინაარსობრივად რა ტექსტებია, რაზეა საუბარი და დანარჩენს დაელოდეთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მსგავსი