კახა კახიშვილი - იმედი მაქვს, ინაუგურაციის დღეს ოპოზიციის აქცია ექსცესების გარეშე ჩაივლის
იმედს ვიტოვებ, ყველაფერი დასრულდება ყოველგვარი ექსცესების გარეშე დღეს- ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
კახა კახიშვილი ოპოზიციის მიერ ინაუგურაციის დღეს დაანონსებულ აქციებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ საქართველოს კანონი მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანმა პროტესტი კანონით დადგენილ ფორმებში გამოხატოს .
„თუ ეს პროტესტი არ იქნება წინააღმდეგობაში სხვადასხვა კანონმდებლობასთან, ეს არის ჩვეულებრივი პოლოტიკური პროცესი “,- განაცხადა ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა.