კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა მიმდინარეობს
კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა მიმდინარეობს

თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 15 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა მიმდინარეობს.

დაზიანებული 150-მდე საცხოვრებელი სახლის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ფინანსური რესურსი მთავრობის გადაწყვეტილებით გამოიყო.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი სოფელ კონდოლში დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესს ადგილზე გაეცნო.

„სოფელ კონდოლში არსებობდა ძველი გადახურვები ე.წ. შიფერით, ამიტომ მიმდინარეობს დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისთვის, თითქმის 90 პროცენტში სახურავების სრული ამოცვლა. ძველი სახურავების რესურსი მთლიანად იყო ამოწურული, ეკოლოგიური თვალსაზრისით არ არის რეკომენდირებული ე.წ. შიფერის გამოყენება.  სამშენებლო მასალა, თუნუქი არის ძალიან ხარისხიანი. ვფიქრობ, როდესაც სოფელ კონდოლში მასშტაბური სამუშაოები დასრულდება, მოსახლეობა მრავალი ათეული წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება მყარად დაფარებული ჭერით. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს და გაგრძელდება ყველა იმ სოფელში, რომელიც სტიქიის შედეგად იქნა დაზარალებული, როგორც თელავის მუნიციპალიტეტში, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.