დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თელავში, ცენტრალურ მოედანზე საქართველოს დროშები გამოფინეს
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თელავში, ცენტრალურ მოედანზე საქართველოს დროშები გამოფინეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კახეთში, ქალაქ თელავში, ცენტრალურ მოედანზე საქართველოს ეროვნული დროშები გამოფინეს.

ამასთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა უჩვეულოდ აღნიშნავს წელს ამ მნიშვნელოვან თარიღს. ქალაქის ქუჩებში გამოფენილია საქართველოს სახელმწიფო დროშები. მინდა,  მივულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე. ვიმედოვნებ, რომ იმ ბრძოლებში, როგორიც არის ჩვენი უხილავი მტერი – პანდემია, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპირება, ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გაიმარჯვებს“, – აღნიშნა თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.