კახეთში რეგისტრირებული 233 აბიტურიენტიდან ცხრა გამოცდაზე არ გამოცხადდა
კახეთში რეგისტრირებული 233 აბიტურიენტიდან ცხრა გამოცდაზე არ გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები კახეთის რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის თელავის მერვე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კახეთში რეგისტრირებული 233 აბიტურიენტიდან პირველ გამოცდაზე ცხრა აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

ამ დრომდე პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ცენტრში არც ერთი საჩივარი არ შესულა.

რეკომენდაციების მიუხედავად, საგამოცდო ცენტრთან გულშემატკივრების დიდი რაოდენობაა შეკრებილი.

როგორც ისინი აცხადებენ, რეკომენდაციებთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან, თუმცა იმის გამო, რომ კახეთი მწვანე ზონაა, აბიტურიენტებთან ერთად საგამოცდო ცენტრთან მისვლის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

გამოცდაზე შემსვლელი აბიტურიენტების რეგისტრაცია დილის რვა საათზე, ხოლო გამოცდა ცხრა საათზე დაიწყო.

აბიტურიენტებმა შესვლამდე თერმოსკრინინგი გაიარეს და ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავეს.

საგამოცდო ცენტრში საზოგადოებრივ წესრიგს დაცვის პოლიცია აკონტროლებს, ადგილზე იმყოფება სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

დატოვე კომენტარი