კახეთში პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთში პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთში მყოფ ერთერთ მოქალაქეს, რომლის სინჯები გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, რეგიონში ამ დრომდე ვირუსის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 339-მდე გაიზარდა, საკარანტინო სამ სივრცეში კი, 155 მოქალაქეა მოთავსებული.

ამასთან, რეგიონში თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო, გასული დღე-ღამის განმავლობაში კარანტინში ორი მოქალაქე გადაიყვანეს.