კახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა
კახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა

კახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ერთი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხში არსებული კლასტერის კონტაქტიდან, რომელიც ასევე უკავშირდება აჭარაში მოგზაურობის ისტორიას და ასევე, ერთი შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში არსებულ კლასტერის კონტაქტებს უკავშირდება.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთში სამი ცხელების ცენტრი ფუნქციონირებს და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატების მიუხედავად, რომელიმე კლინიკის კოვიდკილინიკად გადაკეთება არ იგეგმება. მისი თქმით, ამ ეტაპზე, თვითიზოლაციაში 131 ადამიანი იმყოფება.