კახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა
კახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

კახეთში კორონავირუსზე გამოკვლეული 1 248 ბიოლოგიური ნიმუშიდან ერთი დადებითი აღმოჩნდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა.

„40-წლამდე მამაკაცმა გუშინ ცხელებით მიმართა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალს“, სადაც მას სწრაფი ტესტით კორონავირუსი ​დაუდგინდა. მამაკაცი ლაგოდეხიდან არის და აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. აქამდე არსებულ 28 შემთხვევას დღეს კიდევ ერთი დაემატა და ინფიცირებულთა მაჩვენებელი ასეთია: ლაგოდეხში – შვიდი, სიღნაღში – ორი, მატანში – 13 და ველისციხეში – ორი შემთხვევა“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ახალი შემთხვევის კონტაქტების მოსაკვლევად ლაგოდეხში ეპიდემიოლოგების ჯგუფი მუშაობს.