კახეთში „კოვიდ-19“-ის 64 ახალი შემთხვევაა გამოვლინდა
კახეთში „კოვიდ-19“-ის 64 ახალი შემთხვევაა გამოვლინდა

კახეთში „კოვიდ-19“-ის 64 ახალი შემთხვევაა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილება ავრცელებს.

ეპიდემიის შემთხვევების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: თელავი -30, ახმეტა -ერთი, ლაგოდეხი – ორი, სიღნაღი – სამი, გურჯაანი -16, დედოფლისწყარო – ექვსი, ყვარელი – ექვსი.

მათივე ინფორმაციით, აქტიური მკურნალობის რეჟიმში იმყოფება 670 ინფიცირებული, მათგან 54 მკურნალობს კოვიდკლინიკაში, 610 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ექვსი იმყოფება კარანტინში, 233 პირი გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეებში ამჟამად იზოლირებულია 118 მოქალაქე, კოვიდსასტუმროში ოთხი მოქალაქე, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 502 მოქალაქე.

ინფიცირებულთა შორის არიან სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები, პედაგოგები, შსს თანამშრომლები. ინფიცირებულთაგან უმრავლესობა სიმპტომიანი პაციენტებია.

დატოვე კომენტარი