კახეთში კორონავირუსზე ჩატარებული 225 ტესტიდან 201 ნიმუშზე პასუხი უარყოფითია, 24 ანალიზის შედეგი დღეს გახდება ცნობილი
კახეთში კორონავირუსზე ჩატარებული 225 ტესტიდან 201 ნიმუშზე პასუხი უარყოფითია, 24 ანალიზის შედეგი დღეს გახდება ცნობილი

კახეთის რეგიონში ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან კორონავირუსზე ნიმუშების აღება გრძელდება.

მიმდინარეობს გაფართოებული, მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ, სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები, საბაჟოს თანამშრომლები.

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 9 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 225 ნიმუში. მათგან 201 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. დარჩენილი ტესტის პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2 105 ნიმუში, აქედან 842 მედპერსონალის, ხოლო 556 კარანტინის სივრციდან.

დღეის მდგომარეობით კახეთში „კოვიდ-19“-ის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.