კახეთში კორონავირუსზე 185 ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა უარყოფითია 
კახეთში კორონავირუსზე 185 ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა უარყოფითია 

კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 185 ნიმუშიდან, ყველა პასუხი ნეგატიურია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.

„მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ამ ეტაპზე კახეთში ხუთი საკარანტინო სივრცეში 192 ადამიანი იმყოფება.