კახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, რომ ერთი შემთხვევა დაკავშირებულია სოფელ მატანის კლასტერთან, ასევე, ერთი შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხში, რომელიც დაკავშირებულია აჭარაში მოგზაურობის ისტორიასთან და ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სიღნაღში, სადაც შს სამინისტროს ადგილობრივი განყოფილების ორ თანამშრომელს გეგმური ტესტირების შედეგად კოვიდინფექცია გამოუვლინდა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სიღნაღის შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ყველა ლოკაციაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა.