კახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთის რეგიონში „კოვიდ-19“-ის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებულთა რაოდენობამ 94-ს მიაღწია.

ვირუსი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქალს დაუდასტურდა. მან წნორში, „არქიმედეს“ კლინიკას გუშინ მიმართა და PCR ტესტირება ჩაიტარა. ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა თელავში. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ეპიდემიოლოგების მიერ ახლა კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

ამჟამად სწავლების დისტანციურ რეჟიმზე კახეთში ორი საჯარო სკოლა იმყოფება. კერძოდ, სიღნაღის სოფელ ერისიმედისა და გურჯაანის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლები.