კახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან სამი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული მცირეწლოვნის ოჯახის წევრია. ექიმების თქმით, ამ ეტაპზე, ოთხივე ახალი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაგეგმილია ყველა მათგანის შესაბამის კლინიკაში მოთავსება და ამის პარალელურად, კონტაქტების მოძიება.

შეგახსენბთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონაში სამი თვის ბავშვის ინფიცირების შესახებ 23 სექტემბერს გახდა ცნობილი. ჩვილი დედამ აჭარიდან სოფელ ფონაში რამდენიმე კვირის წინ ჩაიყვანა.

ბოლო მონაცემებით, რეგიონში „კოვიდ-19“ ლაბორატორიულად სულ 43 ადამიანს დაუდასტურდა. მოქალაქეების ძირითადი ნაწილი კორონავირუსით აჭარაში დაინფიცირდა.