კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსის უკვე დადასტურებულ 35 შემთხვევას ორი ახალი ინფიცირებული დაემატა. ახალი შემთხვევებიდან ერთი ყვარელში, მეორე კი, მატანში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

„ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მცხოვრები 61 წლის მოქალაქე მოთავსებული იყო თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, პნევმონიის დიაგნოზით, სადაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ მოძიებულია მისი ათი  კონტაქტი, მათ შორის ექიმი, რომელთანაც კონსულტაციაზე იყო. ყველა ეს პირი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. რაც შეეხება წყაროს, პაციენტის ოჯახის წევრებს აქვთ ბათუმში მოგზაურობის ისტორია და შესაძლებელია, მათ ჰქონდათ „კოვიდის“ უსიმპტომპო ფორმა. წყაროს გარკვევის მიზნით დაავადებული ქალბატონის ოჯახის წევრებს ჩაუტარდებათ სეროლოგიური კვლევა. მეორე შემთხვევა გამოვლინდა სოფელ მატანში, 62 წლის პაციენტი დაკავშირებულია მატანში დარეგისტრირებულ კლასტერთან. ის არის 13 სექტემბერს დადასტურებული შემთხევის კონტაქტი, კლინიკაში იმყოფებოდა  მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. დადასტურებაც მოხდა კოვიდკლინიკაში. ჯამურად კახეთის რეგიონში გვაქვს სულ 37 ახალი შემთხვევა. მათი განაწილება ასეთია, ლაგოდეხი -11 მატანი – 16, ველისციხე – 7, სიღნაღი – ორი, ყვარელი -ერთი“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.