კახეთში კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის არის ერთ წლამდე ასაკის ორი ბავშვი
კახეთში კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის არის ერთ წლამდე ასაკის ორი ბავშვი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, კახეთში კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ წლამდე ასაკის ორ ბავშვს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების განმარტებით, დადგენილი წესის მიხედვით, ინფიცირებული ბავშვები თბილისის ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობას ექვემდებარებიან.

კახეთში კორონავისრუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გასული დღე-ღამის განმავლობაში ასე გამოიყურება: ახმეტა – 21, გურჯაანი – 21, დედოფლისწყარო – 21, თელავი – 37, ლაგოდეხი – 47, საგარეჯო – 16, სიღნაღი – ორი, ყვარელი – ოთხი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ცნობით, 26 ნოემბრის 21:00 საათის მონაცემებით, ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 1757 ინფიცირებული, მათ შორის, ბინაზე მკურნალობს 1565 პაციენტი, 32 კოვიდსასტუმროში, ხოლო 160 კოვიდკლინიკაში.

გასული დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა სულ 144 მოქალაქე. გარდაცვალების შემთხვევა გასული 24 საათის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

დატოვე კომენტარი