კახეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში 252 მოქალაქის პისიარტექსტირების შედეგად, 11 პირს კორონავირუსი დაუდგინდა, შედეგად, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ 108-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 56 მოქალაქე.

რეგიონში მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება, თელავი -11; ახმეტა -19; ყვარელი -23; გურჯაანი- 15; ლაგოდეხი – 21; დედოფლისწყარო სამი და სიღნაღი – 16.

ინფიცირებული 18 მოქალაქე ბინაზე მკურნალობს, ორი საკარანტინო ზონაში, 21 კი კლინიკაში. 11 ახალი ინფიცირებულიდან 10 იმყოფება ბინაზე, ხოლო ერთი ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი.

ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 171, ხოლო რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში 134 მოქალაქე იმყოფება.