კახეთში კიდევ 28 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

14:22, 23.05.2020

კახეთში სამედიცინო პერსონალისა და რისკჯგუფის ადამიანების ტესტირების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 28 ადამიანის საკვლევი ნიმუშები გაიგზავნა და არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურებულა.

მისივე თქმით, კახეთში ამ ეტაპზე რვა საკარატინო სივრცეში 219 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი