კახეთში გამოკვლეული 558 მოქალაქიდან კორონავირუსი 21-ს დაუდასტურდა
კახეთში გამოკვლეული 558 მოქალაქიდან კორონავირუსი 21-ს დაუდასტურდა

კახეთის რეგიონიდან ეპიდემიოლოგების მიერ გუშინ ლაბორატორიულ კვლევაზე გაგზავნილი 558 ნიმუშიდან კორონავირუსი 21 ადამიანს დაუდასტურდა.

სპეციალისტების ინფორმაციით, აქედან სტაციონარში გადაყვანილია ერთი პაციენტი, ხოლო ბინაზე 20 ადამიანი განაგრძობს მკურნალობას.

კახეთში, სექტემბრიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობა 357-ს შეადგენს.

მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატისტიკა ასეთია: თელავი -98; დედოფლისწყარო -15; გურჯაანი- 73; სიღნაღი -37; ყვარელი -60; ლაგოდეხი – 36; ახმეტა -29; საგარეჯო-9.

სულ მკურნალობას 223 ადამიანი გადის, მათ შორის 197 ბინაზე, საკარანტინო სივრცეში ერთი, 25 კი კოვიდკლინიკაში.

გამოჯანმრთელდა 113 მოქალაქე, თვითიზოლაციაშია 1 022, ხოლო კარანტინში 83 ადამიანი იმყოფება.