კახეთში გამოკვლეულ 30 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

11:29, 22.04.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის კახეთის განყოფილებაში 30 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლისა და ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ე.წ. ცხელების ცენტრებიდან და კარანტინის სივრციდან საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების სინჯები ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც გაიგზავნება, რომელთა პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ამასთან, ხიზანიშვილის განცხადებით, მომავალი კვირიდან ტესტი კორონავირუსზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსაც ჩაუტარდებათ.

კახეთში 10 საკარანტინო სივრცეში 609 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი